როგორ არბევდა თენგიზ ჯგუშია ზუგდიდში მშვიდობიან მომიტინგეებს – ახალი ვიდეო youtube-ზე

0

postინტერნეტ პორტალ youtube-ზე რამდენიმე წუთის წინ ვიდეოკადრები აიტვირთა, რომელიც 2001 წლით არის დათარიღებული.

“2001 წლის 4 ნოემბერს თენგიზ ჯგუშიამ და მისმა ზონდერებმა ზუგდიდში მშვიდობიანი მიტინგი დაარბიეს. მათ ცოლის თვალწინ ქმარი სასტიკად სცემეს. მიტინგს ზვიადის მომხრეები მართვადნენ. ვითარების დაძაბვის შემდეგ შეიარაღებული თენგიზ ჯგუშია საკუთარი მანქანით გაიქცა. ზონდერები კი ხალხს შეატოვა”,-ვკითხულობთ ვიდეოკადრებზე თანდართულ ტექსტში.

შეგახსენებთ, რომ თენგიზ ჯგუშია ამ პერიოდში ზუგდიდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი იყო, ხოლო მისი ძმა, აწგარდაცვლილი თორნიკე ჯგუშია ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე. ამ პერიოდს ზუგდიდში ავადმოსაგონარსა და ჯგუშიების მმართველობის პერიოდს უწოდებენ.

სხვა ახალი ამბები: