როგორ დააკავეს პოეტი თემურ ელიავა ყეფის ფაქტზე და რა განაჩენი გამოუტანა მას მოსამართლემ?

0

eliavaaaსამეგრელოს რეგიონში ერთ-ერთი თანამედროვე ავტორი, რომელიც წარმოშობით აფხაზეთიდანაა, საინფორმაციო სააგენტო smo.ge-მ პროექტის, “სამეგრელოს თანამედროვე ავტორების ფარგლებში სასტუმრო Palm Beach-ში ჩაწერა. სხვა ავტორებისგან განსხვავებით თემურ ელიავამ იმ ცხოვრებისეულ კურიოზზეც ისაუბრა, რომელიც მას გადახდა თავს.

პოეტი თემურ ელიავა ზუგდიდში საპატრულო პოლიციამ ყეფის ფაქტზე დააკავა და ის სწორედ ამ ბრალდებით სასამართლოს წინაშე წარსდგა.

“ერთ საღამოს შეზარხოშებული სახლისკენ მივდიოდი, როდესაც შევნიშნე პატრულის მოციმციმე “შუქურა”. სწორედ იმ ადგილისკენ გავეშურე მეც და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს ვთხოვე საჭესთან დავმჯდარიყავი და მანქანა მემართა, თუმცა აქვე გეტყვით რომ მანქანის ტარება არ ვიცი. რათქმაუნდა საპატრულო პოლიციის თანამშრომლები არ დამთანხმდნენ და როცა ძალიან შევუწუხე მათ გული ძაღლივით დავიწყე ყეფა. დამაკავეს და ჩამსვევს წინასწარი დაკავების საკანში და თავისთავად მერე წარვსდექი სასამართლოს წინაშე. მოსამართლის კითხვაზე ვაღიარებდი თუ არა დანაშაულს, ვუპასუხე, რომ დიახ, მე ვიყავი დაკავებული ყეფაზე”-ამბობს პოეტი თემურ ელიავა.

კურიოზთან ერთად smo.ge-სთავის მიცემულ ინტერვიუში ახალგაზრდა პოეტი იხსენებს იმას, თუ როდის დაწერა პირველი რუსულენოვანი ლექსი ჯერ კიდევ ძალიან პატარამ. ელიავას თქმით, მან მაშინ წერა არ იცოდა და ბიძას უკარნახა, ის რისი დაწერაც იმ  მომენტში უნდოდა. ასე შეიქმნა მისი პირველი ლექსი.

ახალგაზრდა პოეტს გამოცემული აქვს საკუთარი ლექსების კრებული, თუმცა მას ეს კრებული სახლში არ აქვს.

თემურ ელიავა 27 წლისაა. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

სხვა ახალი ამბები: