როდის მოვა ის დრო, როცა როლანდ ახალაია ყველაფერს იტყვის?!

0

roland_axalaia“მოვა დრო და ყველაფერს ვიტყვი. შეიძლება ეს პროცესების მიმდინარეობისას იყოს, ან შეიძლება დასრულების შემდეგ,”– ეს განცხადება ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა როლანდ ახალაიამ მისი შვილის, თავდაცვის და შს ყოფილი მინისტრის, ბაჩანა ახალაიას სასამართლო პროცესზე გამოცხადებული შესვენების დროს გააკეთა. როლანდ ახალაიამ არ დააკონკრეტა ეხება თუ არა მისი ხმამაღალი განცხადება ექს-პრემიერ ვანო მერაბიშვილს.

“წინასწარ ტალახის სროლას შეჩვეული არ ვარ, ისე როგორც ეს ბაჩო ახალაიას მისამართით კეთდებოდა. მოვა დრო და თავის დროზე ყველაფერს ვიტყვი”, – აცხადებს როლანდ ახალაია.

ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ არასამთავრობოები და ეკა ბესელია არ ინტერესდებიან ბაჩო ახალაიას საქმეებით.

“მაინტერესებს სად არიან ეს არასამთავრობო ორგანიზაციები. ბაჩო ახალაია უკანონო პატიმარია და არ ვიცი ეკა ბესელია რატომ არ ინტერესდება ბაჩოს საქმით, როდესაც იცავს შალიკიანების და მსგავსი პირების უფლებებს. თუ პირადი ინტერესი აქვს ბაჩო ახალაიას მიმართ”, – აცხადებს როლანდ ახალაია.

 

სხვა ახალი ამბები: