როლანდ ახალაიამ “ნაციონალური მოძრაობა” დატოვა?!

1

rolandiგავრცელებული ინფორმაციის თანახმად “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” დატოვა ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა როლანდ ახალაიამ. ამის შესახებ ოფიციალური წყაროები კომენტარს არ აკეთებენ. ჩვენ დავუკავშირდით არასამთავრობო ორგანიზაცია “დაიცავი საქართველოს” ლიდერს კახა მიქაიას, რომელმაც არც დაადასტურა და არც უარყო გავრცელებული ინფორმაცია.

“ზუსტად ვერაფერს გეტყვით, თუმცა როლანდ ახალაიას საარჩევნო შტაბიდან მივიღე ინფორმაცია, რომ როლანდ ახალაია “ნაციონალური მოძრაობის” დატოვების შესახებ განცხადებას გააკეთებს”

კახა მიქაია კომენტარს აკეთებს ასევე დათა ახალაიას მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებაზე, რომელიც მან სოციალურ ქსელ facebook-ის საშუალებით გაავრცელა.

“დათას ეს განცხადება სავსებით მოსალოდნელი იყო. მთელი ამ ხნის მანძილზე მიხეილ სააკაშვილი და ვანო მერაბიშვილი ცდილობდნენ ხელები ახალაიების ოჯახზე შეეწმინდათ. არ მინდა ახლა ამ უკანასკნელების დაცვად გამომივიდეს, მაგრამ ახალაიებზე არანაკლებ დამნაშავეები არიან სააკაშვილი და მერაბიშვილი. ახალაიები უკვე გადავიდნენ საკუთარი ტყავების გადარჩენაზე. წავიდა “ნაციონალებში” დაჭმა”- აცხადებს კახა მიქაია.

სხვა ახალი ამბები: