როლანდ ახალაიას საქმის არსებითი განხილვა დაიწყო

0

roliko_საქალაქო სასამართლოში როლანდ ახალაიას საქმის არსებითი განხილვა იწყება. დღეს მხარეები შესავალი სიტყვით წარდგებიან, რის შემდეგაც გადაწყვეტენ, რა სახის მტკიცებულებების გამოკვლევით განაგრძობენ შემდგომ პროცესებს.

საქმე ეხება ახალაიას სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორობის დროს მომხდარ ფაქტს. პროკურატურის მტკიცებით, ახალაიამ 2009 წელს ორ ეპიზოდში სამსახურებრივ უფლებამოსილებას გადაამეტა. კერძოდ, გამომძიებლის ინფორმაციით, მაშინდელმა საოლქო პროკურორმა ახალაიამ ორი მსჯავრდებულის ოჯახებს, საპროცესო გარიგების სანაცვლოდ, იძულების წესით გადაარიცხვინა თანხა მეგობრის ფონდში, რაც შემდეგ ამ კომპანიამ მოიხმარა.

საპირისპიროს ამტკიცებს ბრალდებული, რომელიც საქმის პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობს.

სხვა ახალი ამბები: