როლანდ ახალაია ახალ ფრაქციასთან ერთად ახალ პარტიასაც ქმნის?!

1

roland axalaiaსხვადასხვა საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ყოფილი საოლქო პროკურორი და ამჟამად უკვე ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი როლანდ ახალაია საქართველოს პარლამენტში ახალ ფრაქციის შექმნას აპირებს.

ახალ ფრაქციაში ”ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი და მოქმედი წევრები გაერთიანდებიან. ხუთ დეპუტატთან მოლაპარაკებები უკვე დასრულებულია და ახალი ფრაქცია თითქმის შეკრულია. ახალი ფრაქციის სახელწოდება ჯერჯერობით უცნობია, თუმცა მის მიერ შექმნილ ახალ გაერთიანებას პარლამენტში თავად ყოფილი პროკურორი უხელმძღვანელებს.

ახალი ფრაქციის ძველი სახეები იქნებიან დეპუტატები ნუგზარ წიკლაური, მარიკა ვერულაშვილი, ჩიორა თაქთაქიშვილი, აკო მინაშვილი და როლანდ ახალაია.

არ გამოირიცხება ახალი პარტიის შექმნაც, რომელშიც ისევ ის ადამიანები შეიძლება გაერთიანდნენ, რომლებიც ახალ ფრაქციაში იქნებიან. ახალი პარტიის საპატიო თავმჯდომარე ამჟამად პატიმრობაში მყოფი თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩანა ახალაია მოიაზრება. ახალაიას გუნდი ახალი ფრაქციის შექმნას საპრეზიდენტო არჩევნებამდე ვარაუდობს. თავად როლანდ ახალაია ახალ ფრაქციასთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს.

სხვა ახალი ამბები: