რომან შამათავას 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

0

1521725_681768175176816_1821415916_n4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა რომან შამათავას. რამდენიმე წუთის წინ ე.წ. ხურჩის ტერაქტის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ განაჩენი გამოიტანა. რომან შამათავასთვის წაყენებული ბრალი კი 15-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებდა.

ხურჩის ტერაქტის განხორციელებაში ბრალდებული რომან შამათავა სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ რამდენიმე საათის წინ მიიღო, თუმცა აღსანიშნავია, რომ შამათავას გამოძიება სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებასაც ედავებოდა და აღნიშნულ ბრალდებაში მას თავისუფლების 4 წლითა და 6 თვით აღკვეთა შეეფარდა.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურის ინფორმაციით, 2008 წლის 21 მაისს, ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის დაშინების მიზნით, რომან შამათავამ, შსს-ს სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად ორგანიზება გაუკეთა და განახორციელა ტერორისტული აქტი, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობის და მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის განხორციელების საშიშროება შექმნა.

სხვა ახალი ამბები: