რომელ კორუმპირებულ ჩინოვნიკს ამხელს ლალი ანთია ზუგდიდში?!

0

laliსაიდუმლო დოკუმენტები, რომელიც იმ ყოფილ ჩინოვნიკთა ძველ საქმიანობას გამოააშკარავებს ზუგდიდში მალე გამოიფინება. ხმაურიან განცხადებას ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია “ქალები მშვიდობისათვის” ლიდერი ლალი ანთია გაზეთ “ასავალ-დასავალისთვის” მიცემულ ინტერვიუში საუბრობს. ანთიას განცხადებით ზუგდიდის ყოფილი მაღალჩინოსნების ფარულ შპს-ებზე მას ძალიან ბევრი ინფორმაცია აქვს დოკუმენტალურად დადასტურებული.

“ავაფრიალებთ დოკუმენტებს, ზუგდიდიში რომელ ნაციონალს და ყოფილ ჩინოვნიკს რა ქონებები აქვს მითვისებული, ვის რა შპს-ეები აქვს გაფორმებული სხვადასხვა ადანიანების სახელზე, ვინ ძარცვავდა და ყვლეფდა სამეგრელოს ამ წლების განმავლობაში. ჩვენ ამის გაკეთებისაგან აქამდე თავს ვიკავებდით, რადგან არ გვინდოდა თანამოქალაქეებთან დაპირისპირება. ბიძინა ივანიშვილიც მოგვიწოდებს, ერთმანეთს გავუფრთხილდეთ, დასაკარგი ქართველები არ გვყავსო, მაგრამ ამ ნაციონალებმა ვერ შეიგნეს ეს, რადგან არ ისვენებენ და კვლავ კუნთებზე იყურებიან, ჩვენ აღარავის მოვერიდებით და მერე ვნახოთ როგორ ყოჩაღად გაივლიან ზუგდიდის ქუჩებში. ჩვენ ყველა კორუმპირებულ ყოფილ ჩინოვნიკს ვამხელთ”-აცხადებს ლალი ანთია.

სხვა ახალი ამბები: