„რუსების მიერ დადგმულ პროვოკაციაში, შესაძლოა ქართული მხრიდანაც იყოს ვინმე ჩარეული“

0
xuxashviliპრემიერ–მინისტრის მრჩეველი საერთაშორისო ეკონომიკურ საკითხებში გია ხუხაშვილი არ გამორიცხავს, რომ რუსი მესაზღვრეების მიერ ე.წ. საზღვრის გადმოწევასთან დაკავშირებით მიღებულ პროვოკაციულ გადაწყვეტილებაში ქართული მხრიდანაც იყოს ვინმე ჩართული.
გაზეთ „ქრონიკასთან” საუბრისას ხუხაშვილმა პროვოკაციის შესაძლო მიზეზებიც განმარტა.
“რუსების ქმედებას რომ ვაკვირდები, დიდი იმპერიის მხრიდან, ვერ ვხედავ სახელმწიფოებრივ, ტაქტიკურ ინტერესს. თუმცა კატეგორიული ვერ ვიქნები და არ გამოვრიცხავ, რომ რუსეთი საკმაოდ ალოგიკური ქვეყანაა, მაგრამ 90%-ით მგონია, რომ ეს არის არა სახელმწიფოებრივი პოლიტიკის თემა, არამედ ლოკალურ დონეზე ნერვებზე თამაში, პროვოცირების მცდელობა. არც იმას გამოვრიცხავ, რომ ამ მთელ კომბინაციაში ქართული მხრიდანაც იყოს ვინმე ჩარეული, ვინც დაამყარა კონტაქტები კონკრეტულ გენერლებთან და მოღვაწეებთან ე.წ. სამხრეთ ოსეთში, შეიძლება ამ ყველაფრის უკან ორმხრივი პროვოკაცია იყო. შეიძლება ეს ყველაფერი გათვლილი იყოს იმაზე, რომ ვიღაცას ნერვებმა უმტყუნოს, ან შეიძლება იმაზეც, რაც ორი დღის წინ სააკაშვილმა გამოაცხადა, ჩვენ ვდგავართ საერთო საფრთხის წინაშე და მოდით, გავერთიანდეთო. “,– აცხადებს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო-ეკონომიკურ საკითხებში.
მისივე შეფასებით, პრეზიდენტის მიერ გაკეთებული მოწოდება სასაცილოა, რადგან ხუხაშვილის აზრით, მას  სერიოზულად უკვე აღარავინ უყურებს.

სხვა ახალი ამბები: