რუსეთის ბაზარზე ქართული ხილის შეტანა აღდგება

0

baaaaaaaaaaaaaaaaazრუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, ქართული ხმელი კენკრისა და ხილის შეტანა აღდგება. – ამის შესახებ ინფორმაციას “როსსელხოზნადზორი” ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, რუსულ ბაზარზე შესატანი ქართული პროდუქციის სიაში მოხვდა ვაშლის ჩირი, მსხალი, კივი, გუავა, ქაცვი, მოცვი, მაყვალი, ვარდი, გარგარი, ქლიავი, გამხმარი ალუბალი, ალუბალი, ჟოლო, მაყვალი, შავი მოცხარი.

“2014 წლის 10 სექტემბრიდან რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ქართული პროდუქციის სხვადასხვა სახეობის შეტანა აღდგება”,- ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ინფორმაციის თანახმად, აღნიშნულმა უწყებამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მას მსხვილმა რუსმა იმპორტიორებმა მიმართეს.

სხვა ახალი ამბები: