რუსეთის დუმამ აფხაზეთთან შეთანხმების რატიფიკაცია მოახდინა

0

duma1რუსეთის დუმამ ოკუპირებულ აფხაზეთთან გაფორმებული ე.წ. მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების რატიფიკაცია მოახდინა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, აღნიშნული შეთანხმება ფედერალური ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას არ საჭიროებს. შეთანხმება დუმის სხდომაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა წარადგინა.

„შეთანხმება სავსებით პასუხობს რუსეთის ინტერესებს და მისი რატიფიკაცია საშუალება იძლევა რუსეთსა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის კიდევ უფრო მყარი ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური კავშირებით დამყარებისა“, – ნათქვამია დოკუმენტის თანმხლებ მასალებში.

24 იანვარს სოჭში, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ ე.წ. მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.