რუსეთის დუმა ოკუპირებულ აფხაზეთთან გაფორმებული შეთანხმების რატიფიცირებას დღეს გეგმავს

0

dumaრუსეთის დუმაში დღეს ოკუპირებულ აფხაზეთთან გაფორმებული ე.წ. შეთანხმების რატიფიცირება იგეგმება. შესაბამისი წინადადებით დეპუტატებს დსთ-ს კომიტეტმა უკვე მიმართა.

კომიტეტის თავმჯდომარის, ლეონიდ სლუცკის განცხადებით, ეს ისტორიული მომენტი იქნება და პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გახდება სახელმწიფოთა შორის ყველაზე მჭიდრო ინტეგრაციის საფუძველი.

მისივე თქმით, ამ დრომდე რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს უკვე 80-მდე ცალკეული შეთანხმება აქვთ მიღწეული სხვადასხვა სფეროებში.

მოსალოდნელი რატიფიცირება დუმის ქვედა პალატის სპიკერმა სერგეი ნარიშკინმაც დაადასტურა.

სხვა ახალი ამბები: