რუსეთის თავდაცვის უწყება საქართველოსთან ომში მონაწილე გენერლებს აბრუნებს

0

shoiguრუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ  თავდაცვის სამინისტროში საქართველოსთან ომში მონაწილე გენერლებს აბრუნებს.

გავრცელებული ინფორმაციით, გენშტაბის უფროსის მოადგილედ ანდრეი ტრეტიაკის დანიშვნას აპირებენ, რომელიც ამ თანამდებობაზე 2010 წელს მუშაობდა, რუსეთის თავდაცვის აკადემიას კი 58-ე არმიის ყოფილი გენერალი ანატოლი ხრულევი უხელმძღვანელებს.

ათობით გენერალი, რომლებიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში იღებდნენ მონაწილეობას, თავდაცვის სამინისტროდან დაითხოვეს, ბევრ მათგანზე კი სისხლის სამართლის საქმეც აღიძრა. თავდაცვის ყოფილი მინისტრის ანატოლი სერდიუკოვის სახემზე გენერლების საქმიანობაზე ბევრი ანონიმური წერილი გახლდათ შესული სამინისტროში. ამბობდნენ, რომ სერდიუკოვმა მისდამი დაქვემდებარებულ გენერლებს არ აპატია ის, რომ მათ საქართველოსთან ომში ბევრი გადაწყვეტილება დამოუკიდებლად და მასთან შეუთანხმებლად მიიღეს.

სხვა ახალი ამბები: