რუსეთის მთავარი სანიტარი გენადი ონიშენკო აფხაზეთშია

0

onishenkoრუსეთის ფედერაციიის მთავარი სანიტარი გენადი ონიშენკო აფხაზეთშია. ის სოხუმში გუშინ, ღამის საათებში ჩაფრინდა. ონიშენკომ აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მთავარი ქალაქი-სოხუმი დაათვალიერა.ამის შემდგომ მან სოხუმის მშენებარე ლაბორატორია მოინახულა და მშენებლობაში დასაქმებულ პირებს გაესაუბრა.

გენადი ონიშენკო აფხაზეთის ეპიდემიოლოგებს შეხვდა, სადაც ბავშვთა ინფექციურ დაავადებებზე და მასთან ბრძოლის წესებზე ისაუბრეს. ასევე საუბარი იყო საკურორტო სეზონის მზადებასთან და ინფექციური დაავადებების თავიდან აცილებაზე. რუსეთის მთავარმა სანიტარმა დილით ადრე მოინახულა სოხუმში მდებარე “აფხაზეთის ღვინო და წყლები”-ს ქარხანა და გაიეცნო მათი მუშაობის სპეციფიკას.

გენადი ონიშენკო სოხუმს დღეს, ღამის საათებში დატოვებს.

სხვა ახალი ამბები: