რუსეთის სამხედრო ძალებმა შესაძლოა საქართველოს საზღვრებიც გადმოკვეთონ

0

thაფხაზეთში მიმდინარე მოვლენები და რუსეთის ფედერაციის საჰაერო-სადესანტო ძალების სარდალის, გენერალ ვლადიმირ შამანოვის მიერ გაკეთებული განცხადება ერთმანეთს ემთხვევა. შამანოვი აცხადებს:

„ რუსეთის საჰაერო-სადესანტო ჯარები, საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა საბრძოლო ამოცანების შესასრულებლად აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთში და კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის ქვეყნებში გაიგზავნოს.პრობლემის გადაწყვეტის კუთხით, რომელიც შესაძლოა, რუსეთის ტერიტორიაზე წარმოიქმნას, არსებობს განსაზღვრული მომენტები, რომელიც ჩვენ მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას უკავშირდება, ასევე ვალდებულება კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის პარტნიორ სახელმწიფოებთან ურთიერთობების ფარგლებში”

ეს შეიძლება რუსეთის გეგმის ნაწილად ჩაითვალოს , რომლიც ემსახურება სოჭის ოლიმპიადის უსაფრთხოების სრულ გარანტიას. არ არის გამორიცხული, რომ აფხაზეთში პროვოცირებული შიდადაპირისპირების საბაბით და მიზეზით რუსეთმა არა მხოლოდ აფხაზეთში შეიყვანოს დამატებითი შეიარაღებული ძალები, არამედ ასევე ჯარების შეყავანა მოხდეს საქართველოს სხვა ტერიტორიებზეც. არ არის გამორიცხული 2008 წლის ანალოგიც, რომ ამ გზით აიძულოს რუსეთმა საქართველო გაწევრიანდეს დსთ –ში .

თუ ეს დაგეგმილია ამ მზაკვრულ გეგმას რუსული მხარე უახლოეს მომავალში განახორციელებს. გამომდინარე იმ ფაქტიდან, რომ ანქვაბის გადაყენებას, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას და ჩატარებას, საქართველოს მიმართ ძალისმიერ ზეწოლის განხორციელებას გარკვეული დრო სჭირდება. 2014 წელი კი ართუ ისე შორსაა. ამ დროისთვის კი რუსეთს უნდა: დაშინებული, ძალით დამეგობრებული და სტაბილური მეზობელი, დაცული საზღვრები, მსოფლიოს თვალში კი მშვიდობის გარანტი რუსეთის, მოჩვენებითი იმიჯი.

ამ ეტაპზე ანქვაბ–ხაჯიმბას დაპირისპირება წყალს ასხამს მოსკოვის წისქვილზე. მთავარია სააკაშვილ–ივანიშვილის დაპირისპირება არ გასცდეს ცივილურ ფორმატს და მათაც უნებლიედ არ ითამაშონ რუსეთის თამაში.

სხვა ახალი ამბები: