რუსეთის საჰაერო-სადესანტო ჯარები შესაძლოა აფხაზეთში გაიგზავნოს

0

image8467921რუსეთის ფედერაციის საჰაერო-სადესანტო ძალების სარდალის, გენერალ ვლადიმირ შამანოვის განცხადებით, რუსეთის საჰაერო-სადესანტო ჯარები, საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა საბრძოლო ამოცანების შესასრულებლად აფხაზეთში გაიგზავნოს.

“პრობლემის გადაწყვეტის კუთხით, რომელიც შესაძლოა, რუსეთის ტერიტორიაზე წარმოიქმნას, არსებობს განსაზღვრული მომენტები, რომელიც ჩვენ მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას უკავშირდება, ასევე ვალდებულება კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის პარტნიორ სახელმწიფოებთან ურთიერთობების ფარგლებში”, – განაცხადა შამანოვმა.

მისი თქმით, საჰაერო-სადესანტო ძალები სომხეთში, ტაჯიკეთში და ყირგიზეთშიც შეიძლება გაიგზავნოს.

გარდა ამისა, შამანოვის თქმით, რომ თუ პრობლემა შეიქმნება, საჰაერო-სადესანტო ძალები გაიგზავნება ჩრდილოეთ კავკასიაშიც, სადაც ისინი ამჟამად არ იმყოფებიან.

სხვა ახალი ამბები: