რუსეთის ფედერაცია აფხაზეთში ხელფასებს ზრდის

0

previewაფხაზეთში საშუალო სკოლების, საბავშვო ბაღების, მუსიკალური სკოლებისა და სპორტული აკადამიების თანამშრომლებს ხელფასი ეზრდებათ.

ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზური მედია ავრცელებს. გავრცელებული ცნობით, შესაბამის ფინანსურ რესურსებს რუსეთის ფედრაცია გამოჰყოფს. საბიუჯეტო სექტორში დასაქმებული ზემოხსენებული პროფესიის მქონე ადამიანების ხელფასი საბაზო ანაზღაურებასთან შედარებით დაახლოებით 70 პროცენტით გაიზრდება.

ჯერჯერობით არ არის ცნობილი იგივე ხელფასები გაეზრდებათ თუ არა მედიცინის მუშაკებს. ხელფასების რეალური ზრდა უკვე პირველი მარტიდან არის დაანონსებული.

სხვა ახალი ამბები: