რუსეთი აფხაზეთის გავლით სომხეთში სარკინიგზო მიმოსვლის ამოქმედების საკითხს განიხილავს

0

abkhaz_train_11„რუსეთის რკინიგზები“ სომხეთში აფხაზეთისა და საქართველოს სხვა რეგიონების გავლით რკინიგზის ამოქმედების საკითხს განიხილავს. ამის შესახებ „რუსეთის რკინიგზების“ პრეზიდენტმა ვლადიმირ იაკუტინმა ჟურნალისტებს დღეს ერევანში განუცხადა.

„ჩვენ ყურადღება უნდა გავამახვილოთ აფხაზეთისა და საქართველოს გავლით სომხეთისკენ სარკინიგზო მიმოსვლის გახსნაზე. სამწუხაროდ, საკითხი პოლიტიკურ ხასიათს ატარებს და ამის მიზეზი აფხაზეთსა და საქართველოს შორის უთანხმოებაა“- განაცხადა იაკუტინმა.

მისივე თქმით, რუსეთისა და ოკუპირებული აფხაზეთის ურთიერთობების ფარგლებში მოსკოვმა სოხუმს სარკინიგზო მაგისტრალების მოდერნიზაციისთვის 2,5 მილიარდი რუბლი გამოუყო.

„რაც შეეხება ამ პროექტის მომავალს, ის უშუალოდ მეზობელი ქვეყნების კეთილ ნებაზეა დამოკიდებული“- დასძინა იაკუტინმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა 2013 წელს ერევანში ვიზიტისას განაცხადა, რომ რუსეთიდან აფხაზეთის გავლით სომხეთში სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის საკითხის განხილვა შესაძლებელია.

ცნობისთვის, რუსეთსა და სომხეთს შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა უმნიშვნელოვანესია სომხეთის ეკონომიკისთვის. ამაზე 2013 წლის სექტემბერში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პიტინმა და სომხეთის პრეზიდენტმა სერჯ სარგსიანმა ოფიციალური შეხვედრისას ისაუბრეს.

სხვა ახალი ამბები: