რუსეთი საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას აჩერებს

0

ruset-saqartveloრუსეთის ფედერაციის ეკონომიკის სამინისტრო საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას აჩერებს.

,,რია ნოვოსტის“ ცნობით, რუსეთის ეკონომიკის სამინისტრომ შეიმუშავა პროექტი, რომელიც გულისხმობს საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული თავისუფალი ვაჭრობის შეჩერებას.

როგორც რუსული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 18 ივლისს საქართველოს პარლამენტმა მოახდინა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება, რომლის პუნქტების უმეტესი ნაწილი მათ შორის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ძალაში პირველი სექტემბრიდან შედის.

როგორც რუსეთის ეკონომიკის სამინისტროს პროექტშია ნათქვამი, საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შეჩერება შეთანხმებულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ეკონომიკის სამინისტროსთან და იუსტიციის სამინისტროსთან.

საქართველოსა და რუსეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ხელი 1994 წლის 3 თებერვალს მოეწერა.

სხვა ახალი ამბები: