რუსეთი საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების გასაგრძელებლად პირობებს უყენებს

0

medvedevრუსეთი მზად არის აღადგინოს დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსთან, მხოლოდ იმ პირობით, თუ ქართული მხარე 2008 წლის აგვისტოში მომხდარ ფაქტს აღიარებს.

ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრემიერ–მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა „Russia Today“–სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„მინდა შეგახსენოთ, რომ საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთს არ გაუწყვეტია. ჩვენ მზად ვართ, აღვადგინოთ ის კონკრეტული პირობების სანაცვლოდ. ეს არის მარტივი აღიარება იმისა, რაც მოხდა. ეს შეიძლება რთულად წარიმართოს, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ წარსულში დაბრუნება არ მოხდება“,–განაცხადა მედვედევმა.

მისივე თქმით, ბრალეულობა მომხდარზე ერთმნიშვნელოვნად მიხეილ სააკაშვილს აწევს.

„ყველაზე სამწუხარო ფურცელი ბოლო წლებში ჩვენს ურთიერთობებში გადაიფურცლება და წავა პოლიტიკური არენიდან პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გაქრობასთან ერთად. ასევე იმ პირების წასვლასთან ერთად, ვისაც წვლილი მიუძღვის ამ დანაშაულებრივი გადაწყვეტილების მიღებაში“,–განაცხადა მედვედევმა.

სხვა ახალი ამბები: