”რუსეთი, საქართველო და აფხაზეთი, სარკინიგზო ხაზის აფხაზეთის მონაკვეთის გახსნაზე თანახმა არიან”

0

get_imgსომხეთის უშიშროების საბჭოს მდივნის არტურ ბაღდასარიანის განცხადებით, რუსეთი, საქართველო და აფხაზეთი სარკინიგზო ხაზის აფხაზეთის მონაკვეთის გახსნაზე თანახმა არიან.

ამის შესახებ ,,ნოვოსტი არმენია” იუწყება.

ბაღდასარიანის თქმით, აფხაზეთის სარკინიგზო გზის გახსნის საკითხზე, რომელსაც სომხეთის ეკონომიკისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, სომხეთის და რუსეთის პრეზიდენტებმა 3 სექტემბრის შეხვედრაზე განიხილეს.

,,ქართულმა მხარემ თანხმობა განაცხადა, რუსულმა და აფხაზურმა მხარეებმაც ასევე. მაგრამ ეს პროცესია და ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ არიან კონფლიქტური მხარეები. მთავარია, რომ ამ რკინიგზის მონაკვეთის გახსნის პოლიტიკური ნება არსებობს”,-აცხადებს ბაღდასარიანი.

მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის და სომხეთის პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის მოლაპარაკებების დროს განიხილეს სომხეთის სარკინიგზო გზის განვითარება. ორი ქვეყნის პრეზიდენტის შეხვედრა 3 სექტემბერს შედგა, სადაც რუსულმა მხარემ დააფიქსირა თავისი მზადყოფნა, განახორციელოს მსხვილმასშტაბიანი ფინანსური ინვესტიციები სომხეთის სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროში.

სხვა ახალი ამბები: