რუსეთმა შესაძლოა მიხეილ სააკაშვილზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადოს

0

Georgian President Saakashvili is seen before a conference of the strategic forum in Bledრუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე და რამდენიმე ყოფილ მაღალჩინოსანზე, 2008 წელს ე.წ. სამხრეთ ოსეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საერთაშორისო ძებნის გამოცხადებას არ გამორიცხავს.

ამის შესახებ სააგენტო იტარ–ტასს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ვლადიმირ მარკინმა განუცხადა.

,,გამოძიების მონაცემებით, საქართველოს ყოფილი მაღალი თანამდებობის პირები, რომელთა რიცხვშიც პრეზიდენტი სააკაშვილი, თავდაცვის მინისტრი კეზერაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი მერაბიშვილი და სხვები არიან, მიზნად ისახავდნენ სამხრეთ ოსეთში მცხოვრები ოსების სრული განადგურებას,“– აცხადებს მარკინი.

მისივე თქმით, აქამდე აღნიშნული პირები საერთაშორისო იმუნიტეტით სარგებლობდნენ.

,,მათი ბრძანებით 2008 წლის 7 აგვისტოს ქართველმა სამხედროებმა რუსი სამშვიდობოების ობიექტების დაცხრილვა დაიწყეს. გამოიყენეს ტანკები და არტილერია. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში ახალი ხელისუფლებისა და პრეზიდენტის მოსვლის შემდეგ, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე განხორციელებულ დანაშაულში პასუხისმგებელი პირები გათავისუფლდნენ თანამდებობიდან, საგამოძიებო კომიტეტი განიხილავს ამ პირების ბრალდებულად გამოცხადებისა და მათზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადების საკითხს,”– აცხადებს მარკინი.

სხვა ახალი ამბები: