რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენები გურულებისთვის დახმარებას აგროვებენ

0

xubutia-qart„რუსეთში ქართველთა კავშირში“ გურიის წყალდიდობით დაზარალებული მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების შეგროვება მიმდინარეობს.

„რუსეთში ქართველთა კავშირში“ დაიწყო დახმარების შეგროვება ადამიანებისთვის, რომლებიც საქართველოს ოზურგეთის რაიონის დაბა ურეკში მომხდარი წყალდიდობის შედეგად დაზარალდნენ. კავშირი თხოვნით მიმართავს დახმარების მსურველებს, საქართველოში გასაგზავნად მხოლოდ ახალი ნივთები მიიტანონ“ – ნათქვამია კავშირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ გადაუღებელმა წვიმამ, რომელიც გასულ კვირასა და ორშაბათს მოვიდა, კურორტ ურეკის ინფრაქსტრუქტურა მნიშვნელოვნად დააზარალა. დაიტბორა ქუჩები და სახლების პირველი სართულები, დაზიანდა საკანალიზაციო სისტემა, ბევრმა დამსვენებელმა კურორტი დატოვა.

სხვა ახალი ამბები: