„რუსეთში ქართველთა კავშირი“ სოსო პავლიაშვილის საქმის ობიექტურად გამოძიებას ითხოვს

0

xubutia“რუსეთში ქართველთა კავშირი” საქართველოს მთავარ პროკურატურას, სასამართლოს და სამართალდამცველ უწყებებს მიმართავს თხოვნით, „შინაარსიანად და ობიექტურად გამოიძიონ სოსო პავლიაშვილთან დაკავშირებული გარემოებები“.

“ბოლო დროს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს აქტიურად ვადევნებთ თვალს და კიდევ ერთხელ, ხაზგასმით გვინდა, აღვნიშნოთ, რომ პოლიტიკოსთა ცვლამ შედეგი გამოიღო, ეხლა კი სამართლიანობის სრულად აღდგენის ჯერია, რათა ის რწმენა, რომელიც მოქალაქეებს ახალი მთავრობის მიმართ გააჩნიათ, არ გაქრეს. ბოლო დროს საქართველოში აქტუალური გახდა ქართველი მომღერლის, ბატონი სოსო პავლიაშვილის სახელი. როგორც მავანნი ამბობენ, ის მოიხსენიება, როგორც მკვლელობის შემკვეთი. ამასთან დაკავშირებით გვსურს, განვაცხადოთ: ბატონი სოსო პავლიაშვილი არის რუსეთში ქართველთა კავშირის წევრი, მას ჩვენთან უერთიერთობის პერიოდში არანაირ ბიზნესთან არასოდეს ჰქონია შეხება და მხოლოდ მისი შემოქმედებით ახერხებს ოჯახის რჩენასა და მეგობრების მფარველობას.

ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენ ღიად მივმართავთ მთავარ პროკურატურას, სასამართლოს და სამართალდამცველ უწყებებს, შინაარსიანად და ობიექტურად გამოიძიონ სოსო პავლიაშვილთან დაკავშირებული გარემოებები. თუ ქართულ სამამართალდამცველებს კომპეტენციის ფარგლებში უჭირთ სიმართლის დადგენა, ჩვენ მზად ვართ, გადავიხადოთ იმდენი, რამდენიც დასჭირდება რეალობის დადგენას და ამით ჩავრთოთ საქმეში თუნდაც საერთაშორისო გამომძიებლები, დეტექტივები, რამეთუ დაინტერესებულნი ვართ სიმართლის დადგენით. კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით და გთხოვთ, გაიზიაროთ ჩვენი თხოვნა! პატივისცემით, რუსეთში ქართველთა კავშირის პრეზიდენტი მიხეილ ხუბუტია“ – ნათქვამია განცხადებაში.

სხვა ახალი ამბები: