რუსთავი-2 -ის დამფუძნებლები სპეციალურ განცხადებას ავრცელებენ

0

rustavi-2ტელეკომპანია რუსთავი-2 -ის დამფუძნებლები ჯარჯი აქიმაძე და დავით დვალი სპეციალურ განცხადებას ავრჩელებენ და “ნაციონალურ მოძრაობას” მოუწოდებენ ტელეკომპანიისგან თავი შორს დაიჭირონ. საინფორმაციო სააგენტო smo.ge აღნიშნული განცხადების სრულ ტექსტს უკომენტაროდ გთავაზობთ.

“1994 წლის 1 ივნისს მაუწყებლობა დაიწყო ახალმა, დამოუკიდებელმა ტელევიზიამ. 2004 წლის 16 ივნისს, ზუსტად 10 წლისა და 16 დღის შემდეგ, ხელისუფლებაში მოსულმა “ნაციონალურმა მოძრაობამ” იძულების, შანტაჟის და მუქარის შედეგად, ხელში ჩაიგდო “რუსთავი 2”, საქართველოს ნომერი პირველი მაუწყებელი. დღეს, ცხრაწლიანი მმართველობის შემდეგ, საზოგადოება ნელ-ნელა ეცნობა შემაძრწუნებელ სიმართლეს “ნაციონალური მოძრაობის” მიერ ჩადენილი მრავალი დანაშაულის, დაშვებული შეცდომებისა და გაუაზრებელი ქმედებების შესახებ, რის განხორციელებაშიც მიტაცებულმა და პროპაგანდისტულ იარაღად გადაქცეულმა ტელევიზიამ ფასდაუდებელი როლი შეასრულა. დღესაც, ოქტომბრის საპეზიდენტო არჩევნების მიჯნაზე, სააკაშვილის პირადი მძევალი “რუსთავი 2” კვლავ რჩება პოლიტიკური ბრძოლის მთავარ იარაღად. სწორედ ამიტომ მოითხოვს ჯერ კიდევ საქართველოს პრეზიდენტი, შეწყდეს გამოძიება “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით. ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ “რუსთავი 2” არის დემოკრატიის ინსტიტუტი და დაგვავიწყოს, რა გზებითა და ხერხებით დაასამარა დამოუკიდებელი მედიის განვითარება საქართველოში. მცირედი შესწორებით ჩვენც ვიმეორებთ მის გამონათქვამს: “ნაცმოძრაობის” ხელები შორს რუსთავი 2-ისგან! დადგა დრო, ხმამაღლა ითქვას – თავისუფლება რუსთავი 2-ს!”, -აღნიშნულია დამფუძნებელთა მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სხვა ახალი ამბები: