”რუსთავი2”-ის შენობიდან ყველა თანამშრომელი ევაკუირებულია

0

rustavi2სანდრო ეულის ქუჩაზე მდებარევ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის შენობიდან თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა. გავრცელებული ინფორმაციით, შენობაში შესაძლოა, ასაფეთქებელი მოწყობილობა იყოს და ევაკუაციაც ამას უკავშირდება.

”როგორც გვითხრეს, შეტყობინება შემოვიდა, რომ ტელეკომპანია ”რუსთავი-2”-ის შენობა დანაღმულია. ამ დროისთვის ჩვენთვის სხვა დეტალები უცნობია. ყველა თანამშრომელს დაატოვებინეს შენობა და ახლა გარეთ ვართ”-აცხადებს ”რუსთავი2”-ის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი, ნანა ინწკირველი.

ინციდენტის სხვა დეტალები ჯერ უცნობია.

 

სხვა ახალი ამბები: