რუსი ბლოგერის თვალით დანახული თანამედროვე გაგრა (ფოტო)

0

9რუსი ბლოგერი თანამედროვე გაგრაში გადაღებულ ფოტორეპორტაჟს აქვეყნებს. როგორია თანამედროვე გაგრა, ბიჭვინთა და რიწის ტბა? რეპორტაჟი ბლოგ-პლატფორმა livejournal.com-ზე yuryvp-ის სახელით დარეგისტრირებულმა ბლოგერმა განათავსა და ის 2012 წლის 16 აპრილით თარიღდება.

“აფხაზეთში მოგზაურობის ამსახველი ფოტოების გამოქვეყნებას ვიწყებ, რომლებსაც დიდხანს ელოდით. თავიდანვე გეტყვით, რომ ფოტოებზე ბევრ უსახურ რამეს ნახავთ – მიტოვებულ და დანგრეულ სახლებს, სადგურებს, ქარხნებს… მაგრამ არ აღელდეთ, ზღვასა და მთებსაც იხილავთ”, – წერს ბლოგერი და მკითხველს აფხაზეთში მიღებულ შთაბეჭდილებებს უზიარებს.

“აფხაზეთი ძალიან უცნაური ქვეყანაა. დავიწყოთ იმით, რომ მისი დამოუკიდებლობა მხოლოდ რამდენიმე სახელმწიფომ აღიარა, მათ შორის – რუსეთმა. თუმცა საქართველო აფხაზეთს დღემდე საკუთარ, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიად მიიჩნევს. საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ აფხაზეთი, ძირითადად, რუსეთის წყალობით არსებობს – ვაჭრობა, ტურისტები – ყველაფერი რუსეთიდანაა. ვალუტაც კი ქვეყანაში რუსული რუბლია, რუსული ენა კი – მეორე სახელმწიფო ენა. საბჭოთა დროს აფხაზეთის კურორტები – გაგრა, ბიჭვინთა და რიწის ტბა ნებისმიერი მოქალაქის ოცნება იყო. დღეს იქ, ძირითადად ძველი დროის ხსოვნის გამო ჩადიან, ასევე სუფთა ზღვისა და მთის ჰაერის. თან აქ დასვენება გაცილებით იაფია, ვიდრე მეზობელ სოჭში.

ქართულ-აფხაზურმა კონფლიქტმა 90-იან წლების დასაწყისში რესპუბლიკის ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი დააზიანა. დღესაც იქ ხშირად შეხვდებით ნახევრადდანგრეულ და ჭურვებით დაცხრილულ კედლებს. ომის შესახებ დეტალურ საუბარს არ შევუდგები, ინფორმაციის მოძიება დამოუკიდებლადაც ადვილია. მოვლენების ობიექტურად შეფასების საშუალებაც არ მაქვს. დღეს გაგრის საზღვის პირველად გადაკვეთის შესახებ გიამბობთ”, – წერს ბლოგერი და თანდართული მინაწერებით აფხაზეთის ფოტოებს აქვეყნებს.

ფოტო

7.jpg
8.jpg
9.jpg
10.jpg
11.jpg
993620_596316810390149_1218847567_n.jpg
1.jpg
2.jpg
3.jpg
4.jpg

სხვა ახალი ამბები: