რუსი დეპუტატები საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებს არ დააკვირდებიან

0

dumaრუსი დეპუტატები ვასილ ლიხაჩოვი და სერგეი კალაშნიკოვი თბილისში საპრეზიდენტო არჩევნებს არ დააკვირდებიან.

ეს ინფორმაცია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო დელეგაციის ხელმძღვანელმა `რუსთავი 2~-თან“ საუბარში დაადასტურა.

მათ არჩევნებზე დასაკვირვებლად მიწვევა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან მიიღეს, აკრედიტაცია ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამაც გასცა. თუმცა, ვინაიდან მათ დარღვეული აქვთ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი, საზღვრის გადმოკვეთა ეკრძალებათ.

,,აღმოვაჩინეთ, რომ საარჩევნო კლიმატი საკმაოდ მშვიდია და უფრო სამართლიანი, ვიდრე ერთი წლის წინ. არჩევნებს სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად დავაკვირდებით. ჩვენ სამშაბათამდე დავრჩებით საქართველოში, შევხვდებით არასამთავრობო ორგანიზაცების პოლიტიკურ ლიდერებს და სამოქალაქო საზოგადოებას. ჩვენს დელეგაციაში უნდა იყვნენ რუსეთის ფედერაციის წევრები, რომლებიც ევროპის საბჭოს ასამბლეის წევრები არიან, თუმცა საქართველოსთან ომის და დაპირისპირების გამო ისინი სავარაუდოდ ვერ ჩამოვლენ “, _ განაცხადა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა მარიჩელ მათეუ პიმ.

საპრეზიდენტო არჩევნებზე დაკვირვების მიზნით უკვე საქართველოშია ეუთოს 200–ზე მეტი მოკლევადიანი დელეგაცია.

სხვა ახალი ამბები: