რუსი ოკუპანტების მიერ დაკავებული იუზა ყურუა შესაძლოა დღეს, 30.000 რუბლის სანაცვლოდ გაათავისუფლონ

0

CIXEრუსი ოკუპანტების მიერ ზუგდიდის რაიონის სოფელ ორსანტიაში დაკავებული ადგილობრივი იუზა ყურუა შესაძლებელია დღესვე გაათავისუფლონ. იუზა ყურუა ამ დროისთვის გალის მილიციის წინასწარი დაკავების იზოლატორშია და მას ბრალად საზღვრის უკანონო გადაკვეთა ედება. როგორც გალის მილიციაში ყურუას ნათესავებს განუმარტეს, დაკავებულმა ჩადენილი დანაშაულისთვის ჯარიმა 30.000 რუბლის ოდენობით უნდა გადაიხადოს, რაც 1000 დოლარის ექვივალენტია. წინააღმდეგ შემთხვევაში დაკავებულ ყურუას სამთვიანი პატიმრობა ემუქრება.

“არ ვიცით ეს თანხა სად ვიშოვოთ, მაგრამ უკვე ყველა შეწუხებულია ნათესავები, მეზობლები და ალბათ ყველა ერთად რამეს ვიზამთ და შევაგროვებთ მოთხოვნილ თანხას.”-აცხადებენ იუზა ყურუას ოჯახის წევრები. შეგახსენებთ, რომ იუზა ყურუა ზუგდიდის რაიონის სოფელ ორსანტიაში რუსმა ოკუპანტებმა მაშინ დააკავეს, როცა ის თავის მეზობელთან ერთად მდინარე ენგურის ნაპირზე შეშას აგროვებდა.

იუზა ყურუა გალის მილიციის წინასწარი დაკავების იზოლატორში უკვე მესამე დღეა იმყოფება.

სხვა ახალი ამბები: