რუსი ოკუპანტები საბერიოში მცხოვრებ მოსწავლეებს ქართულად სწავლის ნებას არ აძლევენ

0

russian-troopsუკვე მესამე დღეა გალის რაიონ სოფელ საბერიოდან მოსწავლეები ვერ ახერხებენ გადმოსვლას მოსაზღვრე , წალენჯიხის რაიონის სოფელ ფახულანში. მათ სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე რუსი მესაზღვრეები ატარებენ..მიზეზად აფხაზური დოკუმენტების არქონა სახელდება.

“რუსებმა მითხრეს, რომ ჩემი ბავშვი გადმომეყვანა საბერიოს რუსულ სკოლაში. ბავშვი კი უკვე 6 წელია ქართულად სწავლობს. ჩვენივე უსაფრთხოების გამო ამასაც გავაკეთებდი, მაგრამ ის აწი ვერ შეძლებს რუსულად სწავლას. არ ვიცი რა ვქნათ და ვის მივმართოთ. ჩვენი პრობლემების გამკითხავი საერთოდ არავინ არის. ჩვენ თითქოს არავისთვის ვარსებობთ ამ ქვეყანაზე”-აცხადებს ერთ-ერთი მშობელი მ.გ

2008 წლის მოვლენების შემდეგ, ქართულ მხარესთან მოლაპარაკების შედეგად რუსი ოკუპანტები  ბავშვებს წალენჯიხის რაიონში სიებით ატარებდნენ. ყველაფერი მიმდინარე წლის მაისის თვიდან შეიცვალა, როდესაც საბერიო-ფახულანის ე.წ საზღვართან ოფიციალური საკონტროლო გამშვები პუნქტი გაიხსნა. რუსი ოკუპანტები მხოლოდ იმ მოქალაქეებს ატარებენ, რომელთაც აქვთ აფხაზური დოკუმენტები. გალში ამ ეტაპზე ათასობით ადამიანია საბუთების გარეშე დარჩენილი. ამ ეტაპზე არც გაცემა არ ხდება.

”ვინაიდან სხვა გამოსავალი არ მქონდა ბავშვი არაოფიციალური გზით გადავიყვანე წალენჯიხის რაიონში, სოფელ ფახულანის საჯარო სკოლაში, სადაც 48 მოსწავლის ნაცვლად მხოლოდ 3 მოსწავლე გამოცხადდა. ამის მიზეზი ერთადერთია- მათ ეშინიათ.”-აცხადებს მ.გ

ქართული მხარე  იმედოვნებს, რომ მალე შესაძლებელი გახდება გალში ყოველკვირეული შეხვედრების განახლება და ყველა ანალოგიური პრობლემა იქ გადაწყდება.

სხვა ახალი ამბები: