რუსი ოლიგარქი ბორის ბერეზოვსკი ცოცხალია?

0

berezovskiრუსი ოლიგარქი ბორის ბერეზოვსკი ცოცხალია და ის მოწმეთა დაცვის პროგრამის გამოყენებით უბრალოდ იმალება. ამის შესახებ მაიორი ნიკოლაი მელნიჩენკო აცხადებს.

“ეს ინსცენირებაა. არ გამოვრიცხავ, რომ ეს მოწმეთა დაცვის პროგრამის გამოყენებით, ბრიტანული სპეცსამსახურების დახმარებით მომხდარიყო. როგორც ცნობილია, ბერეზოვსკის ბრიტანული სპეცსამსახურებისთვის არც ისე ცოტა რამ აქვს გაკეთებული და მიმაჩნია, რომ მან ახლა უბრალოდ პენსიაზე გასვლა გადაწყვიტა. გადაწყვიტა, მოეკრიბა თავისი უკანასკნელი 100 მილიონი დოლარი და მშვიდად ეცხოვრა. შესაძლოა, პლასტიკური ქირურგიის წყალობით გარეგნობაც კი შეიცვალოს”, – აცხადებს მელნიჩენკო.

მისივე თქმით, ბერეზოვკის თვითმკვლელობა რომ გადაეწყვიტა, ამას უფრო ხმაურიანად გააკეთებდა.

“ბერეზოვსკის რომ თვითმკვლელობა გადაეწყვიტა, ამას ისე გააკეთებდა, რომ შემდეგ პუტინს დიდი დრო დასჭირვებოდა ამის ჩამოსარეცხად. მიმაჩნია, რომ მან ცხოვრებიდან წასვლა უფრო მსუბუქი გზით იმიტომ გადაწყვიტა, რომ მის მიმართ ნაკლები პრეტენზიები ყოფილიყო. ვინაიდან მას რომ მართლა ასე ნდომებოდა ცხოვრებიდან წასვლა, მაშინ ის კარს მაგრად გაიჯახუნებდა. ხალხო, ნუ დაუჯერებთ ამას”, – აცხადებს მაიორი, რომელიც არ გამორიცხავს, რომ ბერეზოვსკი მალე რუსეთში დაბრუნდეს, თუმცა უკვე სხვა გარეგნობით.

სხვა ახალი ამბები: