რუსი სამხედროების თვალთვალი ე.წ ქართულ-აფხაზურ საზღვარზე

0

182980_587164831317444_658491545_nსაქართველოს ოკუპირებულ საზღვარზე, ზუგდიდის რაიონის სოფელ ორსანტიასთან აფხაზმა ე.წ მესაზღვრეებმა ორი ”სასაზღვრო საკონტროლო” პუნქტი გახსნეს. ამ “სასაზღვრო პუნქტზე” აფხაზებთან ერთად რუსეთის ფსბ-ეს მესაზღვრეებიც პატრულირებენ და ყველა იმ ადამიანს საგანგებოდ ამოწმებენ და ჩხრიკავენ, რომლების ე.წ საზღვარს გადაკვეთენ.

”სასაზღვრო საკონტროლო” პუნქტი აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკითა და ვიდეო სათვალთვალო კამერებით. აღნიშნული პუნქტის საშუალებით რუსები და აფხაზები ერთობლივად აკონტროლებენ საზღვრისპირა მთლიან პერიმეტრს. ე.წ საზღვრის გადაკვეთა კი შესაძლებელია მხოლოდ სსრკ-ს და აფხაზური პასპორტებით.

604027_587163227984271_1550692481_nაღნიშნულ ტერიტორიაზე საზოგადოებრივი არხის გადამღებმა ჯგუფმა რეპორტჟი მოამზადა. შეძლებისდაგვარად დააფიქსირეს ე.წ “საკონტროლო პუნტი” და ჩაწერეს მოსახლეობის ნაწილი, რომლებსაც უწევთ ე.წ საზღვრის გადაკვეთა. ის რესპოდენტები, რომლებმაც ინტერვიუ მისცეს საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტს, შეიყვანეს საკონტროლო პუნქტში და ერთი საათის განმავლობაში კითხავდნენ. გარდა ამისა რუსი სამხედროები გადამღები ჯგუფითაც დაინტერესდნენ და ჩვეული მეთოდით ვიდეოკამერების საშუალებით დამატებით დააფიქსირეს.

919742_587165024650758_1326899647_oსაზოგადოებრივი მაუწყებლის რეგიონალურმა ჟურნალისტმა ნატო ბერულავამ რუსი სამხედროები საკუთარ ფოტოაპარატზეც აღბეჭდა და ფოტომასალა სოციალური ქსელ facebook-ში საკუთარი გვერდის საშუალებით გაავრცელა.

სხვა ახალი ამბები: