რუსი ჯარისკაცების იერიში უკრაინულ სამხედრო ნაწილზე

0

rusebiსევასტოპოლში რუსმა სამხედროებმა უკრაინულ სამხედრო ნაწილ А2355–ზე იერიში მიიტანეს. ამის შესახებ  საინფორმაციო სააგენტოს “Интерфакс-Украина”–ს უკრაინის სამხედრო ნაწილის მორიგემ რამდენიმე წუთის წინ აცნობა.

რუსმა ჯარისკაცებმა სამხედრო “კამაზის” ტიპის სათვირთო ავტომანქანით ჭიშკარი შეამტვრიეს და ახლომდებარე სახლი დაიკავეს. ვრჩელდება ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ რუსმა ჯარისკაცებმა ცენტრალური საბრძოლო პუნქტი დაიკავეს, სადაც ამავე დროს ასამდე უკრაინელი ჯარისკაცი იმყოფება.