რუსი ჯარისკაცები სოფელ ოქუმში, ხრამში გადაიჩეხნენ

1

beteeriგალის რაიონის სოფელ ოქუმში, საბულესკირიოს უბანში რუსი ოკუპანტების კუთვნილი ბეტეერი ხრამში გადაიჩეხა. ავარიის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ბეტეერში  ხუთი ჯარისკაცი იჯდა. როგორც ადგილობრივებმა საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს აცნობეს, რუსი ჯარისკაცები შუადღისას გამოჩნდნენ საბულესკირიოს უბანში და სოფლის ერთ-ერთი მაცხოვრებლისგან არაყი იყიდეს. ისინი საღამოს საათებამდე ერთ-ერთ ჯიხურში ისხდნენ და სვამდნენ.

“აქ ხშირად დადიოდნენ, არაყს ყიდულობდნენ, აქვე თვრებოდნენ და მერე მიდიოდნენ დისლოკაციის ადგილას. ამჟამადაც იგივე განმეორდა. უბნიდან ძალიან დიდი სისწრაფით გავიდნენ და შემდეგ რამდენიმე წამში ივე, ხრამში გადაიჩეხა მათი ბეტეერი”-აცხადებენ ადგილობრივები smo.ge-სთან სატელეფონო საუბარში.

ავარიის შედეგად ერთი რუსი ჯარისკაცი გარდაიცვალა, ხოლო ოთხი მძიმე მდგომარეობით სოხუმის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სხვა ახალი ამბები: