რუსლან პერტაიას პროცესი: ხმაური ზუგდიდის რაიონულ სასამართლოსთან (VIDEO)

0

10743567_387112948102973_420733128_nხმაური იყო დღეს ზუგდიდისრაიონულ სასამართლოში, სადაც 23 აგვისტოს ქურდობის ფაქტზე დაკავებული რუსლან პერტაიას სასამართლო პროცესი გაიმართა. სასამართლო პროცესის შემდეგ დაკავებულის ახლობლებმა და ოჯახის წევრებმა უკმაყოფილება გამოთქვეს რუსლან პერტაიას დაკავების საქმესთან დაკავშირებით და მის უდანაშაულოდ ცნობას ითხოვდნენ.

პატიმრის შვილის ნათია პერტაიას განცხადებით, ბრალდებული დაკავების დღიდან შიმშილობს, რადგან ამბობს, რომ უსამართლოდ არის დაკავებული.

“ლევან ქარდავა მამაჩემს ეუბნებოდა, რომ დატოვე ეს ქალაქი თორემ პრობლემები შეგექმნებაო. მამაჩემი არ მიდიოდა და ქურდობა დააბრალა. მე-14 დღეა, ციხეში შიმშილობს და ამბობს, რომ ვიდრე სიმართლე არ დადგინდება შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს. მე მინდა განვუცხადო ზუგდიდის სამმართველოს უფროს ლევან ქარდავას, თუ მამაჩემს ციხეში რაიმე მოუვა და გარდაიცვლება, არ დავასაფლავებთ და სამართველოს წინ დავასვენებთ. იქ კი ოჯახის წევრები სიცოცხლეს თვითმკვლელობით დავასრულებთ”, – აცხადებს რუსლან პერტაიას შვილი ნათია პერტაია.

დაკავებულის დედამ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს ეზოში ბენზინი გაისხა და თავის დაწვით იმუქრებოდა. სასამართლოს ეზოში სიტუაცია დაიძაბა, რომელიც ადგილზე მობილიზებულა სპეციალური დანიშნულების რაზმებმა და სამართალდამცავებმა განმუხტეს. რუსლან პერტაიას სასამართლო პროცესი 3 ნოემბრამდე გადაიდო. დღეს კი სასამართლოს დარბაზში ბრალდების მხარე დაიკითხა.

ცნობისთვის, რუსლან პერტაია თხილის ქურდობის გამო 23 აგვისტოს დააკავეს, რის შემდეგაც ის საპყრობილეში შიმშილობდა.

სხვა ახალი ამბები: