რუსლან პერტაიას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

0

10743567_387112948102973_420733128_nთხილის ქურდობისთვის ბრალდებულ რუსლან პერტაიას ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და 5000 ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა.პერტაიას ადვოკატი სასამართლოს გადაწყვეტულებას არასამართლიანს უწოდებს და მის გასაჩივრებას გეგმავს,ოჯახის წევრები კი გადაწყვეტილებას პროკურატურის ზეწოლას უკავშირებენ და პროტესტის უკიდურესი ფორმებით იმუქრებიან. პროკურორი განაჩენს სამართლიანს უწოდებს და აცხადებს,რომ პროცესი ობიექტურად მიმდინარეობდა.

შეგახსენებთ, რომ რუსლან პერტაიას ოჯახმა პატიმრის გათავისუფლების მოთხოვნით არაერთხელ მიმართა პროტესტის უკიდურეს ფორმებს, მათ შორის მისმა შვილმა რამდენიმე კვირის წინ თავი დაიწვა,თუმცა სამართალდამცველებმა მისი გადარჩენა შეძლეს.