რუსმა ოკუპანტებმა გალის რაიონში ე.წ საზღვარი ჩაკეტეს

0

enguriსაქართველო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან დილიდან ხალხმრავლობაა. როგორც საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს აცნობეს ამის მიზეზი დილიდან რუსი ოკუპანტების მიერ ჩაკეტილი სასაზღვრო-გამშვები პუნქტებია. ისინი გალის რაიონში მცოვრებ ქართულ მოსახლეობას საკუთარ სახლში დაბრუნების უფლებას ართმევენ. მოსახლეობის ნაწილი იძულებული ხდება საკუთარ სახლ-კარში სხვა შემოვლითი გზებით შეაღწიოს. მათ საამისოდ მდინარე ენგურის გადაცურვა უწევთ, რომელიც წვიმიან ამინდში დიდ რისკებთან არის დაკავშირებული.

დილის საათებში ერთ-ერთ შემოვლით გადასასვლელთან, რომელსაც ეხვაიების გადასასვლელს უწოდებენ, ინციდენტი მოხდა. მდინარე ენგურმა გალის რაიონის სოფელ მუხურის მკვიდრი მცირეწლოვანი ნინო შარანგია მაშინ გაიტაცა, როცა ის მამამისთან ერთად მდინარის გადალახვას ცდილობდა. თვითმხილველთა განცხადებით პატარა ირაკლი მამას მხარზე ეჯდა, შუა მდინარეში მას ფეხი გაუცურდა და ორივე დინებამ გაიტაცა. მათი გადარჩენა დროულად მოხერხდა.

”რუსები არ გვაძლევენ ჩვენს სახლებში გადასვლის საშუალებას. ბოლო დღეებში საერთოდ გაამკაცრეს  ე.წ საზღვარზე გადასვლის წესები და აი ასეთ დღეში ვართ. დღეს დილით მდინარეში პატარა, ხუთი წლის ბავშვი კინაღამ დაიხრჩო. ხალხი რომ არ ყოფილიყო მამა-შვილის სიცოცხლეს მდინარე ენგური იმსხვერპლებდა. ასე რამდენი ახალგაზრდის სიცოცხლე იმსხვერპლა რუსების გამო მდინარემ ვინ მოსთვლის”-აცხადებენ გალში მცხოვრები ქართველები.

სხვა ახალი ამბები: