რუსმა ოკუპანტებმა ენგურის ხიდზე მძიმე ავადმყოფს პრობლემები შეუქმნეს

0

sazgvari-copyთბილისში, რესპუბლიკურ საავადმყოფოში უმძიმესი მდგომარეობით მოათავსეს გალის რაიონის სოფელ თაგილონის მკვიდრი, 5 წლის ლ.გ, რომელიც ორი დღის წინ ენგურის ხიდზე რუსმა ოკუპანტებმა არ გაატარეს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს არასამთავრობო ორგანიზაცია “დევნილი ქალები საკუთარი უფლებების დასაცავად” ხელმძღვანელმა ნონა უბილავამ განუცხადა. უბილავას განცხადებით რუსი ოკუპანტები პატარა დ.მ-ს მშობლებს 1200 რუსულ რუბლს (60 ლარს) სთხოვდნენ და ე.წ საზღვრის გადაკვეთაში ხელს უშლიდნენ.

სწორედ ამის შემდეგ ავადმყოფის დედა ზ.შ დაუკავშირდა არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებმაც პროცესში რეინტეგრაციის მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ჩართეს. მინისტრის ჩარევის შემდეგ რუსმა ოკუპანტებმა დედა-შვილი საზღვარზე გაატარეს.

არასამთავრობო ორგანიზაცია “დევნილი ქალები საკუთარი უფლებების დასაცავად” ხელმძღვანელი ნონა უბილავა მომხდარ ფაქტს ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევად აფასებს და დასძენს, რომ მსგავსი შემთხვევები ენგურის ხიდის ე.წ გამშვებ პუნქტზე თითქმის ყოველდღე ხდება. აღნიშნული პრობლემებით დაინტერესებულია აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ოთარ გოგოხია, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციებს დახმარებას და დევნილთა უფლებების დაცვას სთხოვს.

აფხაზეთიდან დევნილი, 5 წლის ლ.გ-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმეა. ექიმები ყველაფერს აკეთებენ მისი სიცოცხლის გადასარჩენად.

სხვა ახალი ამბები: