რუსმა ოკუპანტებმა სოფელ წყოუშში 3 სკოლის მოსწავლე დააკავა

0

saberio-faxulaniაფხაზეთის საოკუპაციო ზოლთან, კონკრეტულად კი წალენჯიხის რაიონის სოფელ წყოუშისა და გალის რაიონის სოფელ საბერიოს საღვართან რუსმა ოკუპანტებმა სკოლაში მიმავალი სამი მისწავლე დააკავეს. მოსწავლეები მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც საზღვართან მათი მშობლები გამოცხადდნენ. სამივე სკოლის მოსწავლე ერთი ოჯახის წევრები, გვარად ჭარაიები არიან.

საბერიოელი მოსწავლეები, რომლებიც სოფელ წყოუშის სკოლაში სწავლობენ რუს ოკუპანტებს 5 საათის განმავლობაში საგუშაგოში ყავდათ დატყვევებული. აღსანიშნავია, რომ რუსი სამხედროები ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და მოსწავლეებს უხეშად ექცეოდნენ. ოკუპანტები მოსწავლეების დაკავების მიზეზად ე.წ ცენტრალური გამშვები პუნქტის გვერდის ავლით საბერიოდან წყოუშში მათი გადასვლის მცდელობას ასახელებენ.

წალენჯიხის რაიონის სოფელ წყოუშის საჯარო სკოლაში გალის რაიონის სოფელ საბერიოდან 17 მოსწავლე დადის. აღნიშნული ინციდენტის შემდეგ რუსი სამხედროები თითოეული ოჯახის წევრებისგან გალის ადმინისტრაციიდან სპეციალურ საშვს და ხელწერილს ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში იმუქრებიან, რომ დაკავებულ მოსწავლეებს ამიერიდან აღარ გაათავისუფლებენ.

ე.წ საზღვართან დაკავებული სამი მოსწავლე ამ დროისთვის უკვე გათავისუფლებულია.

სხვა ახალი ამბები: