რუსმა ოკუპანტებმა ქართველი მოზარდები სოფელ თაგილონის საზღვართან გაიტაცეს

0

tagiloniზუგდიდის რაიონის სოფელ შამგონასა და გალის რაიონის სოფელ თაგილონის საზღვართან რუსმა ოკუპანტებმა შამგონას მკვიდრი ორი მოზარდი გაიტაცეს. გატაცება გალის რაიონის სოფელ თაგილონის ე.წ საზღვართან დილის საათებში დაფიქსირდა.

რუსმა ოკუპანტებმა მდინარის პირას ორი მოზარდი მაშინ შენიშნეს, როცა ისინი მდინარე ენგურის ნაპირზე სათევზაოდ იყვნენ გასულნი. წინასწარი ინფორმაციით მოზარდებს შეეშინდათ და გაქცევა სცადეს, თუმცა ოკუპანტებმა ჰაერში გასროლით შეაშინეს და თაგილონის ტერიტორიაზე ამ მეთოდით გადაიყვანეს. ორი დაკავებული მოზარდიდან, ერთი გვარად ქირია გათავისუფლებულია და ის საკუთარ სახლში იმყოფება, მეორე დაკავებული კი ამ დროისთვის ისევ ოკუპანტების ტყვეობაში რჩება.

სხვა ახალი ამბები: