რუსუდან პაჭკორიამ წინასაარჩევნო პროგრამის მთავარი მესიჯები გააჟღერა

0

10339440_1496982207181658_3453332512256988692_oსაარჩევნო სუბიექტებთან მედია ცენტრის შეხვედრების ფარგლებში მედიის წარმომადგენლებს სარჩევნო პროგრამა „ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციის“ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა რუსუდან პაჭკორიამ გააცნო.

შეხვედრაზე კანდიდატმა ძირითადი მესიჯები და პრიორიტეტები გააჟღერა, ისაუბრა იმ შემაფერხებელ გარემოებებზე, რომელიც ამ პერიოდში სხვადასხვა ჯგუფების მიერ შეექმნა. „ამომრჩვლებს მინდა ასეთი მესიჯი გავუგზავნო,რომ ძალიან კარგად შეისწავლონ და დაინტერესდნენ იმ კანდიდატების და პარტიის საქმიანობით, რომლებიც მათი ფავორიტები არიან,რადგან შემდეგ იმ პარტიას და კანდიდატს ვერ მოთხოვენ სამართლიანობას, რომელიც იმთავითვე უსამართლოდ ჩაერთო პროცესებში“-აღნიშნა რუსუსდან პაჭკორიამ.

პაჭკორია მიიჩნევს,რომ ზოგად პრინციპებში საზოგადოების მიდგომაა ყველაზე მნიშვნელოვანია. ადამიანის უფლებების დაცვა და სამართლიანობის შეგრძნება მისთვის კვლავ უმთავრეს ღირებულებად რჩება. კანდიდატის თქმით, მიუხედავად მთავრობების და ზოგადი სიტუაციის ცვლილებისა რიგითი ადამიანებისთვის პრობლემები უკვე ათეულობით წლებია უცვლელი რჩება. „საზოგადოება, მოქალაქე ადამიანი კი არ უნდა არსებობდეს ხელისუფლებისთვის, არამედ ხელისუფლებაა ადამინის მიერ დაქირავებული და ეს მომსხურების სფეროა.მხოლოდ ამის გააზრებით,ყველა კომპეტენციის და უფლებამოსილების გატარებით შეიძლება ჩვენ შევცვალოთ დამოკიდებულება.“-ამბობს მერობის კანდიდატი.იგი, ასევე მიიჩნევს, რომ ადამიანები უშუალოდ უნდა იყვნენ ისეთი საკითხების მოგვარებაში ჩართულები, რომლებიც მათ ეხებათ, დევნილების ჩართულობის გარეშე წყდება მათი საკითხები, შშმ პირები არ არიან ჩართულები მათთან დაკავშირებული პროექტების შემუშავებაში. მისივე თქმით, აუცილებელია საზოგადოებრივი ტრანსპორტის რაოდენობის ეტაპობრივი, საჭიროებისამებრ ზრდა, ასევე უპატრონო ცხოველთათვის ქალაქგარეთ ტერიტორიაზე თავშესაფრის მოწყობა, რადგან ისინი არა მხოლოდ ანტისანიტარიას ქმნიან და საშიშროებას წარმოადგენენ, არამედ მათი დაცვა კანონით გაწერილი ვალდებულებაა.

სხვა ახალი ამბები: