რუსული გემი ფოთში დააჯარიმეს

0

201203210408ფოთის საზღვაო ნავმისადგომთან რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი  NEFTERUDOVOZ-21M  65 ათასი ლარით დააჯარიმეს.  გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამსახურისა და საქართველოს შსს სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, რუსეთის დროშით მცურავმა გემმა ზღვაში სამეურნეო-ფეკალური წყლები დაღვარა.

ფოთის საქალაქო სასამართლომ სამართალდამრღვევს დააკისრა, როგორც ჯარიმის, ასევე გარემოსთვის მიყენებული ზიანის – 594 ლარის გადახდა.  გემი საქართველოს ტერიტორიულ წყლებს ჯარიმისა და ზიანის თანხის გადახდის შემდეგ დატოვებს.