რუსული ენის ტრენინგ-სემინარები აფხაზეთში

0

SOXUMIაფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მთავარ ქალაში, სოხუმში რუსეთის განათლების სამინისტროს წარმომადგენლობითი დელეგაცია ჩავიდა.

თვითაღიარებულ რესპუბლიკაში რუსული ენის ცოდნის გაუმჯობესების მიზნით, ადგილობრივი პედაგოგებისთვის ლექციები და პროფესიული კვალიფიკაციის ასამაღლებელი  კურსები ჩატარება იგეგმება.

რუსეთის განათლების სამინისტროს წარმომადგენლების განცხადებით, ორი კვირის განმავლობაში უამრავი პროექტის განხორციელებაა გათვალისწინებული. აფხაზ პედაგოგებს, რომლებიც თვითაღიარებული რესპუბლიკის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში მუშაობენ  რუსული ენის უახლესი სახელმძღვანელოები და მეთოდური სასწავლო პროგრამები დაურიგდებათ.

რუსეთის ფედერაციის განათლების სამინისტროს წარმომადგენელთა განცხადებით მსგავსი სახის ტრენინგ-სემინარები აფხაზეთის ტერიტორიაზე სისტემატურ ხასიათს მიიღებს. ტრენინგ-სემინარებს გალის რაიონის ქართული სკოლის რამდენიმე პედაგოგიც ესწრება.

სხვა ახალი ამბები: