რუსული კვლევებთ აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნებამდე 42 %-ით რაულ ხაჯინბა ლიდერობს

0

xajinba1ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებამდე 2 კვირა რჩება. თუმცა, რუსული კვლევების თანახმად, ლიდერი უკვე გამოკვეთილია.მოსკოვის სოციალური მარკეტინგის კვლევის ინსტიტუტის მონაცემებით, ამომრჩეველთა 42 პროცენტი სასურველ კანდიდატად რაულ ხაჯიმბას მიიჩნევს.

33 პროცენტი აძლევს ხმას ასლან ბჟანიას, მერაბ ქიშმარიას კი 19 პროცენტი. ინტერნეტგამოკითხვები ტარდება რუსულ სოციალურ ქსელ „ოდნოკლასნიკებში“, სადაც ასევე რაულ ხაჯიმბა ლიდერობს. თუმცა რუსული კვლევებისგან განსხვავებით, სხვა შედეგებია ინტერნეტპორტალ – „აბხაზ-ავტოზე“, სადაც 50%-იანი მხარდაჭერა არა ხაჯიმბას, არამედ ასლან ბჟანიას აქვს.

„აპსნი რუ-ს“ ინფორმაციით, ე.წ. არჩევნებამდე უკვე დაიწყო საუბარი არჩევნების რამდენიმე ტურად ჩატარებაზე და ერთ-ერთი კანდიდატის სასარგებლოდ სხვა კანდიდატურების მოხსნის შესახებ. შეგახსენებთ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 25 აგვისტოს არის დანიშნული.

სხვა ახალი ამბები: