რუსული ოკუპაცია საფრანგეთში მცხოვრებმა ქართველებმა ეიფელის კოშკთან გააპროტესტეს

0

46512486513248965132486513248651324685132რუსი სამხედროების მიერ საოკუპაციო ზოლის გადმოწევა საფრანგეთში მცხოვრებმა ქართველებმა ეიფელის კოშკთან გააპროტესტეს. აქციის მონაწილეებს გამოტანილი ჰქონდათ პლაკატები წარწერით “დამთავრდეს რუსული აგრესია საქართველოს მიმართ”, “რუსეთი შორს საქართველოსგან”. მათ ასევე გამოიტანეს საქართველოს რუკა წარწერით, “ეს ჩვენი საქართველოა “ და საქართველოს დროშები . აქციის მონაწილეებმა ქართული სიმღერებიც შეასრულეს.

აქციაში მონაწილეობისთვის ქართველები სხვადასხვა რეგიონებიდან ჩავიდნენ. მათი თქმით, ეიფელის კოშკთან მათი შეკრების მიზანი საფრანგეთის ხელისუფლებისა და მთლიანად საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ამ პრობლემის მიმართ ყურადღების მიქცევაა.

“საქართველო არის მთლიანი და თავისუფალი. ჩვენ უნდა გავაპროტესტოთ რუსული ოკუპაცია საფრანგეთშიც და მსფლიოშიც და ვთქვათ, რომ საქართველო არის თავისუფალი მიწა, სადაც ადგილი არ აქვს რუსულ არმიას”, – განაცხადა აქციის ერთ- ერთმა მონაწილემ.

ღონსიძიება საფრანგეთში მდებარე წმინდა თამარ მეფის ეკლესიის მრევლისა და ქართული სათვისტომოს ორგანიზებით ჩატარდა.

სხვა ახალი ამბები: