რუსულ არმიაში ოს და აფხაზ წვევამდელებს ეპატიჟებიან?

0

rusuli armiaaკრემლი კონფლიქტურ რეგიონებს წვევამდელების აღრიცხვას სთავაზობს. როგორც აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ერთ-ერთი ონლაინ გამოცემის ჟურნალისტმა საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს განუცხადა, ამ მხრივ მოლაპარაკებები აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებასთან უკვე დაწყებულია. კრემლის გეგმაში შედის არამხოლოდ აფხაზეთის, არამედ ყველა კონფლიქტური რეგიონის, მათ შორის ცხინვალის რეგიონისა და დონბასის წვევამდელების რუსულ ჯარში გაწვევის საკითხი.

“აფხაზური ჯარი თანდათან რუსული სამხედრო ბაზების გავლენის ქვეშ ექცევა, როგორც აფხაზეთში ასევე კოდორის ხეობაში. ამასთანავე ჩემი წყაროები მუდმივად მაწვდიან ინფორმაციას სამთავრობო ლოჟებიდან იმის შესახებ, რომ რუსეთის გენერალიტეტი სერიოზულ მოლაპარაკებებს აწარმოებს აფხაზეთის ცენტრალურ ხელისუფლებასთან და თავდაცვის სამინისტროსთან, რომ საგაზაფხულო გაწვევები პირდაპირ რუსულ ჯარში მოხდეს. მათი მიზანია ეს ახალგაზრდები გადანაწილდეს რუსულ ბაზებზე, იქ გაიარონ ორწლიანი სწავლება და საჭიროების შემთხვევაში რუსეთის გარეთ ომებშიც მიიღონ მონაწილეობა. ჯერჯერობით ეს მხოლოდ სამომავლო გეგმის ფარგლებში განიხილება. ოფიციალურად ამის შესახებ სავარაუდოდ გაზაფხულის დასაწყისისთვის გამოაცხადებენ”-აცხადებს smo.ge-ს წყარო.

დე ფაქტო რესპუბლიკაში მცხოვრები მოსახლეობა და როგორც იტყობინებიან არა მხოლოდ ქართველები, არამედ აფხაზებიც ამ ფაქტს  აპროტესტებენ და მას მათ მიერ მოპოვებული “თავისუფლების” წართმევად განიხილავენ.

“აქ რაც გავრცელდა აღნიშნული ინფორმაცია, ხალხმა ძალიან ცუდად მიიღო. ჩვენ არ ვართ ვალდებული სხვის ომში ვიბრძოლოთ. ამას ალბათ სამომავლოდ ძალიან დიდი გართულებები მოყვება მთლიანად აფხაზეთის ტერიტორიაზე”-აცხადებს დე ფაქტო რესპუბლიკის ერთ-ერთი ონლაინ გამოცემის ჟურნალისტი, რომელიც აღნიშნულ თემაზე მუშაობს.