რუს ოკუპანტებს გალის რაიონის სოფელ სიდის შტაბში ჯონი ჭკადუა ჰყავთ დატყვევებული და აწამებენ

0

cixeაფხაზეთიდან დევნილი 25 წლის ჯონი ჭკადუას ნათესავები და ახლო მეგობრები საქართველოს მთავრობას დახმარებას სთხოვენ. ეროვნებით აფხაზი ჯონი ჭკადუა, რომელიც აფხაზეთში ნათესავის ორმოცზე იმყოფებოდა და აქეთობისას აფხაზმა და რუსმა ოკუპანტებმა დააკავეს. მიუხედავად იმისა, რომ ჭკადუა შემოვლითი გზებით არ შესულა აფხაზეთის ტერიტორიაზე და ენგურის ხიდის ე.წ ოფიციალური გამშვები პუნქტით ისარგებლა,  რუსი ოკუპანტებისა და აფხაზი მებაჟეების რისხვას მაინც ვერ გადაურჩა.

ჯონი ჭკადუა ეროვნებით აფხაზია, თუმცა ის 20 წელია საქართველოში ცხოვრობს. ოთხი წლის წინ საქართველოს მოქალაქეობა მიიღო მისი დის ქმარმა, ასევე ეროვნებით აფხაზმა თამაზ ლაკირბამ. მისი განცხადებით მიზეზიჯონი ჭკადუას აფხაზეთის ტერიტორიაზე დაკავებისა სწორედ ეს არის.

”ამბობენ, რომ ჯონი ჭკადუას არ გაათავისუფლებენ პატიმრობიდან და მას 6-დან 8  წლამდე თავისუფლების აღკვეთას მიუსჯიან,არანაირი ჯარიმაო. ის სრულიად უდანაშაულოდ დააკავეს მხოლოდ იმიტომ რომ ჩემი ნათესავია. ამიტომაც ვთხოვ საქართველოს მთავრობას და შესაბამის ორგანოებს დაგვეხმარონ იმაში, რომ ვიხსნათ უდანაშაულო ადამიანი მოსალოდნელი საფრთხისგან”-აცხადებს თამაზ ლაკირბა.

ლაკირბას განცხადებით ჯონი ჭკადუა გალის რაიონის სოფელ სიდაში იმყოფება,სადაც მდებარეობს რუსი ოკუპანტების შტაბი. მას სავარაუდოდ აწამებენ, არ შეაქვთ საჭმელი და არ აქვს სასმელი წყალი. ჭკადუას ნათესავების განცხადებით მშობლებს არ აძლევენ საშუალებას მასთან თბილი ტანსაცმელი და საკვები შეაგზავნონ. ჯონი ჭკადუას ახლობლები და ოჯახის წევრები მიმართავენ საერთაშორისო და უფლებადამცველ ორგანიზაციებს დახმარება გაუწიონ რუსი ოკუპანტების მიერ დაკავებულ ჯონი ჭკადუას.

სხვა ახალი ამბები: