რუხის საფეხბურთო სტადიონის რეაბილიტაცია

0

10005810_456662031133656_925523409_oზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ედიშერ თოლორაია დღეს რუხის საფეხბურთო მოედნის სარებილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას აკვირდებოდა.

ზუგდიდის ერთადერთი საფეხბურთო მოედანი მოთამაშეებისთვის უფრო გაფართოვდება და კეთილმოეწყობა სათამაშო მინდორი.აქვე იქნება მინი საფეხბურთო მოედანიც, სადაც ვარჯიშს პატარა ასაკის მოთამაშეები შეძლებენ.