რუხში მრავალპროფილიანი საუნივერსიტეტო კლინიკის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

0

1622527_627703984029459_5704949911626688607_oკონფლიქტისპირა სოფელ რუხში მრავალპროფილიანი საუნივერსიტეტო კლინიკის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე მიწის ზედა სამუშაოები სრულდება. სართულები შენდება პათანატომიის, რადიოლოგიის, A,B,C, ბლოკების, ცალკე საქვაბისა და საგენერატორო განყოფილებებისთვის. სასტუმროს განყოფილებისთვის და ვეტოდრომისთვის საძირკვლის მომზადება უკვე დასრულებულია.

მშენებლობა 12000 კვ.მ–ზე მიმდინარეობს და სამუშაოს სახელმწიფო სამშენებლო კომპანია ასრულებს. როგორც სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელი იუწყება მშენებლობა მაღალი ხარისხის ბეტონითა და რკინის კონსტრუქციებით მიმდინარეობს და მშენებლობაზე 99% ადგილობრივი და დევნილი პირები არიან დასაქმებულნი.

სხვა ახალი ამბები: