სააკაშვილზე ინტერპოლს ძებნა ამ დრომდე არ გამოუცხადებია

0

8057rsz_1interpol-logoმთავარი პროკურორის მოადგილის ირაკლი შოთაძის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტზე მიხეილ სააკაშვილზე ინტერპოლს ძებნა ამ დრომდე არ გამოუცხადებია.

როგორც ირაკლი შოთაძემ ჟურნალისტებს დღეს განუცხადა, ინტერპოლს ქართულმა მხარემ მოთხოვნა უკვე გაუგზავნა, თუმცა პასუხი ჯერ არ მიუღია.

“პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართა ინტერპოლს და ველოდებით გადაწყვეტილებას. ამ ეტაპზე ინტერპოლს შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს”, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ბრალი ოთხ საქმეზე აქვს წარდგენილი. 7 ნოემბრის საქმეზე კი, აღმკვეთი ღონისძიების სახით თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შუეფარდა. მასზე შიდა ძებნა უკვე გამოცხადებულია.

სხვა ახალი ამბები: